აზერბაიჯანის არმია აღდამის რაიონში შევიდა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიაზერბაიჯანული ტანკი
აზერბაიჯანული ტანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის ჯარი აღდამის რაიონში შევიდა, იუწყება სააგენტო РИА Новости ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ადმინისტრაციულად რაიონი აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის. 1993 წლის ივლისში ტერიტორიის დიდი ნაწილი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა და მისი ასკერანის რაიონის შემადგენლობაში შევიდა.

ყარაბაღი: რუსმა სამშვიდობოებმა ლაჩინის დერეფანი განაღმეს - Sputnik საქართველო
ყარაბაღი: რუსმა სამშვიდობოებმა ლაჩინის დერეფანი განაღმეს

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომ მთიან ყარაბაღში მთლიანად შეწყდებოდა საომარი მოქმედებები. შეთანხმების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო შემდეგ რიგი რაიონები, მათ შორის აღდამი, ბაქოს დაექვემდებარება.

რაც შეეხება ყარაბაღს, იქ, შეთანხმების შესაბამისად, რუსი მშვიდობისმყოფელები შედიან. ისინი გააკონტროლებენ მხარეთა გამყოფ ხაზს, ასევე ლაჩინისა და ნახჭევანის დერეფნებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში რუსულ–თურქული მონიტორინგის ცენტრი შეიქმნება, რომლის მიზანია ზავის პირობების შესრულების გაკონტროლება.

რუსმა მშვიდობისმყოფელებმა ყარაბაღში სადამკვირვებლო პოსტები განალაგეს>>

ბაქოში შეთანხმებას ერევნის კაპიტულაცია უწოდეს. აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი მაქსიმალურად მომგებიანია აზერბაიჯანისთვის. მისი თქმით, ამიერიდან საომარი ეტაპი დასრულებულია და შეიძლება პოლიტიკურ საკითხებზე გადასვლა.

სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მშვიდობის შეთანხმება მისთვის ძალზე რთული იყო, მაგრამ მან სომხურ მხარეს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა ყარაბაღი, რასაც სხვა შემთხვევაში მთლიანად დაკარგავდა.

ყველა ახალი ამბავი
0