21:22 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (134)
4201

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს სამშვიდობო ქვედანაყოფები სადამკვირვებლო პოსტებზე გააკონტროლებენ სამხრეთ და ჩრდილოეთ ზონებში

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების რაიონებში დასრულდა რუსული სამშვიდობო ძალების სადამკვირვებლო პოსტების განლაგება. ისინი ვითარების სადღეღამისო მონიტორინგს განახორციელებენ, განაცხადა 16 ნოემბერს ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ–მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

კონტროლი ცეცხლის შეწყვეტაზე მშვიდობისმყოფელების ქვედანაყოფების მიერ სამხრეთ ზონაში ხორციელდება ცხრა სადამკვირვებლო პოსტზე და ამდენივე პოსტზე – ჩრდილოეთ ზონაში. ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მოქმედებს სადამკვირვებლო პოსტების ქსელი, რომლებიც სამშვიდობოების კოლონების გასვლას უზრუნველყოფენ.

კონაშენკოვის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეხების მთელ ხაზზე ხორციელდება.

მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, მთიან ყარაბაღში გრძელდება დაღუპულთა ცხედრების გაცვლა, განაცხადა კონაშენკოვმა. პროცესი ხორციელდება რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კოორდინაციით.

მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან>>

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (134)

მთავარი თემები