17:12 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (136)
48 0 0

თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალური ურთიერთობები იქნება, შესაძლებელია ყარაბაღის სტატისის საკითხიც გადაიჭრას, განაცხადა პუტინმა

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალური ურთიერთობები იქნება, მაშინ მთიანი ყარაბაღის სტატუსის თაობაზე საკითხის გადაჭრაც შეიძლება მოხდეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. 

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. როგორც პუტინმა განმარტა, აზერბაიჯანული და სომხური მხარეები დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან, რეგიონში კი რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან.

„დიახ, ასეთი პრობლემა (მთიანი ყარაბაღის სტატუსი – Sputnik) არსებობს. ყარაბაღის საბოლოო სტატუსი დარეგულირებული არაა, ჩვენ შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ დღეისთვის ვინარჩუნებთ სტატუს–კვოს, არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია Россия 24–ის ეთერში.

 „რა  იქნება შემდეგ – ეს მომავალში ან მომავალ ხელმძღვანელებთან და ამ პროცესის მომავალ მონაწილეებთან ერთად გადაწყდება. თუმცა, ჩემი აზრით, თუ შეიქმნება პირობები ნორმალური ცხოვრებისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების აღდგენისთვის, ყოფით დონეზე ადამიანებს შორის ურთიერთობები თუ დალაგდება, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონაში, მაშინ ეს ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრისთვის პირობებს შექმნის“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

 „ყველაზე მთავარი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი გახდა – ეს სისხლისღვრის შეწყვეტაა“, – განაცხადა პუტინმა.

მისი განმარტებით, ოფიციალური მონაცემებით კონფლიქტის შედეგად ოთხი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

 „სინამდვილეში, ვფიქრობ, უფრო მეტიც. ათობით ათასი დაჭრილი და დასახიჩრებულია. მომისმინეთ, ეს ხომ კინო არაა, ეს ტრაგედიაა, რომელიც ხდება კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ცხოვრებაში. ამიტომ სისხლისღვრის შეწყვეტა მთავარი შედეგია“, – აღნიშნა პუტინმა.

ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე კონტროლისთვის, მთიანი ყარაბაღის ზონაში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება ხდება – 1960 სამხედრო მოსამსახურე, 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ერთეული საავტომობილო და სპეცტექნიკა.

გადაწყვეტილებამ სომხეთში კრიტიკა გამოიწვია, სადაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს. ერევანში რამდენიმე დღეა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (136)

მთავარი თემები