04:14 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
49 0 0

ხელისუფლების ქმედებას ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ მის პარტია „სამშობლოში“ პოლიტიკურ დევნად აფასებენ

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი და ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერი არტურ ვანეციანი ძალაუფლების უზურპაციის მცდელობისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ამის შესახებ ერთობლივი განცხადება ადვოკატებმა ლუსინე სააკიანმა და ერვანდ ვაროსიანმა გააკეთეს.

„ვანეციანი იყო დაბარებული ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში და დაკავებულია როგორც ეჭვმიტანილი ისეთი ქმედებების ჩადენაში, რომლებსაც ითვალისწინებს შემდეგი მუხლები: „მონაწილეობა იარაღის უკანონო შეძენა-გასაღება-შენახვაში“, „ძალაუფლების უზურპაციის მომზადება“, „პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი სახელმწიფო, პოლიტიკური ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მომზადება“, - დაწერა სააკიანმა თავის Facebook-გვერდზე.

იურისტის თქმით, მხოლოდ ი ხელისუფლება, რომელიც ნებისმიერ ფასად ცდილობს გააჩუმოს თავისი ოპონენტები, მოიფიქრებდა ძალაუფლების უზურპაციის და ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებებს. სააკიანმა ასევე აღნიშნა, რომ მომხდარის სამართლებრივ ჭრილში კომენტირება შეუძლებელია. ვანეციანის მიმართ ჩადენილ ქმედებებს მან უწოდა პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანს ძალაუფლების შენარჩუნება წარმოადგენს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ვანეციანისა და მისი მშობლების სახლის ჩხრეკის ჩატარება სურდათ, თუმცა მათ მისამართი ვერ დაადგინეს და ჩხრეკის ნებართვა სრულიად სხვა მისამართზე მოიპოვეს. შემდეგ ჩხრეკის მიზნით ისინი ფონდ „სამშობლოს“ ოფისში მივიდნენ.

ერევანში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გამო ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ამ კვირაში ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, ასევე მათ სამხედრო ტყვეები უნდა გაცვალონ. გარდა ამისა, ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის უკიდურესად მძიმე იყო. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დოკუმენტის ხელმოწერას სომხეთის კაპიტულაცია უწოდა.

მთავარი თემები