სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ულტიმატუმი - ფაშინიანი შუაღამემდე უნდა გადადგეს

© photo: Sputnik / Asatur Esayants / გადასვლა მედიაბანკშიმომიტინგეები ერევანში
მომიტინგეები ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევნის ცენტრში ვითარება მშფოთვარეა: ათასობით მომიტინგე ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას, ხოლო ოპოზიცია მოსკოვთან ერევნისა და ბაქოს შეთანხმების გაწყვეტას მოითხოვს

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს საკუთარი ნებით გადადგომისთვის დრო შუაღამემდე მისცეს, იუწყება РИА Новости.

ზავი მთიან ყარაბაღში: რაზე მორიგდნენ აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი - Sputnik საქართველო
ზავი მთიან ყარაბაღში: რაზე მორიგდნენ აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი

სომხეთში ოპოზიცია მეორე დღეა აპროტესტებს სამშვიდობო შეთანხმებას მთიან ყარაბაღში, რომელსაც ფაშინიანმა მოაწერა ხელი. ერევნის ცენტრში თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანი მის გადადგომას და შეთანხმების გაუქმებას მოითხოვს. მომიტინგეები სკანდირებენ „ნიკოლ - მოღალატე“, პოლიციამ დაახლოებით 130 ადამიანი დააკავა.

ადრე ოპოზიციამ განაცხადა ქვეყანაში სამშობლოს გადარჩენის კომიტეტის შექმნის, ასევე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად ხელმოწერების დაწყების შესახებ, რათა ყარაბაღთან დაკავშირებულ ახალ შეთანხმებებში ერევნის მონაწილეობა გააუქმოს.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში

9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ. ყარაბაღში კი რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან იმ დერეფნის გასწვრივ, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

მთიანი ყარაბაღი - სტეპანაკერტი - Sputnik საქართველო
მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან

ასევე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონები.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1992–1994 წლებში ბაქომ მთიან ყარაბაღზე და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.

2020 წლის სექტემბერში ვითარება დაიძაბა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს. კონფლიქტის მხარეებმა სრული თუ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები.

ყველა ახალი ამბავი
0