19:42 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
109 0 0

აღნიშნულ განცხადებამდე შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიიღეს გადაწყვეტილება, გამოაცხადონ ჰუმანიტარული ზავი 18 ოქტომბრის შუაღამიდან, იუწყება Sputnik-სომხეთი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივან ვაგრამ პოღოსიანზე დაყრდნობით.

ეს ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წლის 1 ოქტომბრის საფრანგეთის, რუსეთის და აშშ-ის (ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები) პრეზიდენტების განცხადების, 2020 წლის 5 ოქტომბრის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადების და 2020 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული მოსკოვის განცხადების მიხედვით.

9 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მოსკოვში ჩავიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც რუს კოლეგასთან ათსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს. შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. საუბარია ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე, ასევე დაზავების კონკრეტული დეტალების დამატებით დაზუსტებაზე.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში

ყარაბაღში ბრძოლები 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ, ხოლო ყარაბაღში აცხადებენ არაღიარებული რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტის საარტილერიო დაბომბვების შესახებ. ამჟამად სომხეთში მოქმედებს სამხედრო მდგომარეობა, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. ერევანში ამტკიცებენ, რომ ბაქოს აქტიურ მხარდაჭერას ანკარა უწევს. აზერბაიჯანმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)

მთავარი თემები