01:39 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)
105 0 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთ გზად თვითგამორკვევის უფლების ცნობას მიიჩნევს.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ყარაბაღის პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის გზად არაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლების ცნობა უნდა იქცეს, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამემამულეებისადმი მიმართვისას.

სომხეთის ლიდერის თქმით, ერევანი მშვიდობიანი დარეგულირების ლოგიკის ერთგულია და კონსტრუქციულ პოზიციას იკავებს დიპლომატიური ძალისხმევის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. თუმცა პრემიერი ამბობს, რომ ეს ძალისხმევები ჯერჯერობით საკმარისი არ არის „აზერბაიჯანის, თურქეთისა და ტერორისტების“ შესაჩერებლად.

ფაშინიანი კვლავაც ირწმუნება, რომ აზერბაიჯანის მხარეზე „რამდენიმე ათასი თურქი და ასევე პაკისტანელი სპეცრაზმელი იბრძვის“. თუმცა, მიუხედავად ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებისა, „ბაქომ ჯერაც ვერ მიაღწია სერიოზულ ტერიტორიულ და სტრატეგიულ წარმატებებს“.

„ჩვენ ბოლომდე ვიდგებით... ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, — დაასკვნა პრემიერმა ფაშინიანმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ინტერვიუ მისცა თურქულ ტელეარხ Haber Turk-ს, რა დროსაც დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერებით დაემუქრა ყველა იმ ქვეყანას, ვინც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აღიარებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

სერგეი ლავროვი: რუსეთს არასდროს უწოდებია თურქეთისთვის სტრატეგიული პარტნიორი>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ წყდება, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)

მთავარი თემები