11:12 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)
95 0 0

ადრე, საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ საქართველომ სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით შეაჩერა სამხედრო ტვირთების ტრანზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში.

თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანთან და სომხეთთან საქართველოს საზღვარზე ყოველდღიურად 750–დან 800–მდე სატვრითო და სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე. 

 „საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება აბსოლუტურად შეუფერხებლად, როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან მიმართებაში. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა:  კონფლიქტის (მთიან ყარაბაღში) განახლების მომენტიდან სამოქალაქო დანიშნულების ტვირთის მქონე ავტომობილების საზღვრის კვეთის სტატისტიკა, პრაქტიკულად, არ შეცვლილა –საქართველო–აზერბაიჯანისა და საქართველო–სომხეთის საზღვარს ყოველდღიურად კვეთს 750-დან 800-მდე ავტომობილი“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სომხეთში ტვირთების კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო მიწოდებისთვის  ამოქმედდა გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა–ბავრა“, რომელიც აქტიურად ატარებს ტვირთებს სომხეთიდან და პირიქით.

ადრე, საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ საქართველომ მთლიანად შეაჩერა სამხედრო ტვირთების ტრანზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)

მთავარი თემები