21:03 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (93)
101 0 0

აზერბაიჯანელ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ საფრანგეთმა, რომელიც ისტორიულად თურქების წინააღმდეგი იყო, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის მორალური და პოლიტიკური უფლება დაკარგა

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან საფრანგეთის გაყვანას მოითხოვენ, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვიცე–სპიკერ ფაზაილ იბრაგიმლის თქმით, საფრანგეთმა დიდი ხანია დაკარგა მორალური და პოლიტიკური უფლება, იყოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე — ისტორიამ აჩვენა, რომ საფრანგეთი ყოველთვის იყო თურქების წინააღმდეგი.

„თუ ეს ქვეყანა პატივს სცემს საკუთარ თავს, მაშინ უნდა გავიდეს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან. თუ ის თავისი ნებით არ გავა, მაშინ აზერბაიჯანმა მტკიცედ უნდა მოითხოვოს ეს“, — განაცხადა იბრაგიმლიმ.

იგივე მოსაზრებები გამოთქვეს აზერბაიჯანის პარლამენტის სხვა დეპუტატებმაც, რომელაც მიაჩნიათ, რომ მინსკის ჯგუფის შემადგენლობა უნდა შეიცვალოს, ხოლო პარიზმა ბაქოსთან „ურთიერთობებს უნდა  გადახედოს“.

მანამდე აშშ–ის, რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა, რომლებიც წარმოადგენენ კიდეც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს, მოუწოდეს ბაქოსა და ერევანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (93)

მთავარი თემები