11:13 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1185)
58 0 0

აზერბაიჯანში კორონავირუსი 37 655-მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა 586 პაციენტი. დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 1 102 401 ტესტი ჩატარდა

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (108 - ერთი დღით ადრე), გამოჯანმრთელდა 132 ადამიანი (131 წინა დღეს), იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ერთი პაციენტი, რომლის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა, თანმდევი დაავადებების გართულებით გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების სულ 40 023 შემთხვევა გამოვლინდა, 37 655 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 586 - გარდაიცვალა.

საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 1 782 პაციენტი გადის.

დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 1 102 401 ტესტი ჩატარდა, ბოლო დღე-ღამეში - 6 858.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1185)

მთავარი თემები