Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა აზერბაიჯანში 40 ათასს აჭარბებს

© photo: AFP 2020 / TOFIK BABAYEVბაქო. კორონავირუსი აზერბაიჯანში.
ბაქო. კორონავირუსი აზერბაიჯანში. - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში კორონავირუსი 37 655-მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა 586 პაციენტი. დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 1 102 401 ტესტი ჩატარდა

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (108 - ერთი დღით ადრე), გამოჯანმრთელდა 132 ადამიანი (131 წინა დღეს), იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ერთი პაციენტი, რომლის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა, თანმდევი დაავადებების გართულებით გარდაიცვალა.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
ქვეყნის მასშტაბით 20 კრიტიკული პაციენტია: COVID-19-ის გეოგრაფია საქართველოში

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების სულ 40 023 შემთხვევა გამოვლინდა, 37 655 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 586 - გარდაიცვალა.

საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 1 782 პაციენტი გადის.

დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 1 102 401 ტესტი ჩატარდა, ბოლო დღე-ღამეში - 6 858.

ყველა ახალი ამბავი
0