თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოდან აზერბაიჯანის კიდევ 200 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანის მოქალაქეებთან ერთად საქართველოდან გაყვანილი იქნებიან ის ქართველებიც, რომლებსაც აზერბაიჯანში ცხოვრების უფლება აქვთ.
პარასკევს, 7 აგვისტოს ყველა მათგანს თბილისის ლაბორატორიაში COVID–19–ზე ტესტირება ჩაუტარდება. ვისც ვირუსი არ აღმოაჩნდება, სპეციალურ სერტიფიკატს გადასცემენ.
შემდეგ მათ 8 აგვისტოს სპეციალური ავტობუსებით თბილისში აზერბაიჯანის საელჩოდან სასაზღვრო პუნქტ „წითელ ხიდამდე“ გადაიყვანენ.
პანდემიის პერიოდში აზერბაიჯანში საქართველოს გავლით ათასზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქე გავიდა.