სომხური მატარებლები საქართველოში სექტემბერში არ იმოძრავებენ

CC BY-SA 3.0 / Nc tech3 / POTIფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში სარკინიგზო ხიდს გაარემონტებენ, რის გამოც ტვირთების გადაზიდვა სომხეთიდან დროებით შეჩერდება.

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ მატარებლები 1–16 სექტემბერს ტვირთებს სომხეთიდან ფოთისა და ბათუმის პორტებში ვერ გადაიტანენ, იუწყება Sputnik–სომხეთი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სომხეთი ლარსის ალტერნატივის იმედს არ კარგავს>>

აღნიშნულ დღეებში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ იმუშავებს რკინიგზა, რადგან სარკინიგზო ხიდის სარემონტო სამუშაოები ტარდება.,

„ამ პერიოდში საქონელი დაგროვდება პორტებში, ხოლო რკინიგზის ამუშავების შემდეგ ოპერატიულად მიეწოდება სომხეთს“, – აღნიშნეს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ პრეს–სამსახურში.

სომხეთში სარკინიგზო ხაზით მნიშვნელოვანი საქონელი შედის – დიზელის საწვავიდან და ბენზინიდან სურსათითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული. ხოლო სომხეთიდან ექსპორტზე გადის მადანი და სხვა ტვირთები.

ყველა ახალი ამბავი
0