თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ მატარებლები 1–16 სექტემბერს ტვირთებს სომხეთიდან ფოთისა და ბათუმის პორტებში ვერ გადაიტანენ, იუწყება Sputnik–სომხეთი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სომხეთი ლარსის ალტერნატივის იმედს არ კარგავს>>
აღნიშნულ დღეებში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ იმუშავებს რკინიგზა, რადგან სარკინიგზო ხიდის სარემონტო სამუშაოები ტარდება.,
„ამ პერიოდში საქონელი დაგროვდება პორტებში, ხოლო რკინიგზის ამუშავების შემდეგ ოპერატიულად მიეწოდება სომხეთს“, – აღნიშნეს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ პრეს–სამსახურში.
სომხეთში სარკინიგზო ხაზით მნიშვნელოვანი საქონელი შედის – დიზელის საწვავიდან და ბენზინიდან სურსათითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული. ხოლო სომხეთიდან ექსპორტზე გადის მადანი და სხვა ტვირთები.