Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბაქოში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია ბაქოში კორონავირუსის გამო
სიტუაცია ბაქოში კორონავირუსის გამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მკაცრი კარანტინის რეჟიმი 8 ივნისის 06:00 საათამდე იქნება ძალაში

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. დღეიდან ბაქოში, სუმგაითში, განჯა, ლენქორანში, აფშერონის რაიონში საყოველთაო იზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი მინისტრთა კაბინეტზე დაყრდნობით.

მკაცრი კარანტინის რეჟიმი 8 ივნისის 06:00 საათამდე იქნება ძალაში.

მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტა >>

შეჩერდა საქმიანობა ყველა სფეროში, მათ შორის ვაჭრობის სფეროში. გამონაკლისს შეადგენს გარკვეული საჯარო სტრუქტურები, სამედიცინო დაწესებულებები, კომუნალური სამსახურები, სოციალური მომსახურების საწარმოები, ელექტროენერგიის მწარმოებელი საწარმოები, სამელიორაციო სამსახურები, კავშირგაბმულობის მომსახურება, ტელევიზია, ტვირთგადაზიდვები, მილსადენის ინფრასტრუქტურის მუშაობის უზრუნველყოფაში ჩართული საწარმოები, საწარმოები, რომელთა საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია გარკვეული მიზეზების გამო, ნავთობისა და გაზის მოპოვება, გაყიდვა, შენახვა და გადამუშავება, ასევე სტრუქტურები, რომლებიც გაჩერებულ ობიექტებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

დანარჩენ მოქალაქეებს მითითებულ დროს სახლების დატოვება ეკრძალება.

გამონაკლისის სახით სახლიდან გასვლა შესაძლებელია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უშუალო საფრთხის შემთხვევაში, ასევე უახლოესი ნათესავის დაკრძალვაზე. ამ შემთხვევებში სახლიდან გასვლის ნებართვას მოქალაქეებს ქვეყნის ში8ნაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს.

ქობულეთის სანაპირო - Sputnik საქართველო
ხედვა სომხეთიდან: ქართულ ტურიზმს სომხების გარეშე გაუჭირდება

აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება, სასწრაფო დახმარების, სპეცტექნიკის და იმ სტრუქტურების სამსახურებრივი მანქანების გარდა, რომელთა ფუნქციონირება დაშვებულია.

იმ დაწესებულებების და ობიექტების თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც დაშვებულია, სახლების დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათმა დამსაქმებლებმა ელექტრონული ნებართვების პორტალში სათანადო მონაცემები შეიყვანეს.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების სულ 6860 შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში - 338. აქედან 3871 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 82 პაციენტი გარდაიცვალა.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსზე 328 385 ტესტი გაკეთდა.

ყველა ახალი ამბავი
0