20:31 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (890)
77 0 0

ქვეყანაში გამოვლინდა 4472 დადასტურებული შემთხვევა, ინფექცია 1925-მა ადამიანმა დაამარცხა. მკურნალობას 2463 ადამიანი აგრძელებს

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. სომხეთში COVID-19-ის ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4472-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

შედარებისთვის, 16 მაისის დილის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 4283 დადასტურებული შემთხვევა იყო.

ამგვარად, ერთ დღე-ღამეში დადასტურდა 189 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 60 ადამიანი. კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 24.

ახალი მონაცემებით, კორონავირუსი 1925-მა ადამიანმა დაამარცხა. კლინიკებში მკურნალობს 2463 პაციენტი.

ქვეყანაში საერთო ჯამში 40 230 ტესტი ჩატარდა.

სომხეთში 16 მარტიდან 13 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (890)

მთავარი თემები