Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ერთ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanინფექციური სააავდმყოფო ნორკში
ინფექციური სააავდმყოფო ნორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში გამოვლინდა 4472 დადასტურებული შემთხვევა, ინფექცია 1925-მა ადამიანმა დაამარცხა. მკურნალობას 2463 ადამიანი აგრძელებს

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. სომხეთში COVID-19-ის ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4472-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

შედარებისთვის, 16 მაისის დილის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 4283 დადასტურებული შემთხვევა იყო.

სიტუაცია ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
კორონავირუსი აშშ-ში, იტალიასა და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 17 მაისისთვის

ამგვარად, ერთ დღე-ღამეში დადასტურდა 189 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 60 ადამიანი. კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 24.

ახალი მონაცემებით, კორონავირუსი 1925-მა ადამიანმა დაამარცხა. კლინიკებში მკურნალობს 2463 პაციენტი.

ქვეყანაში საერთო ჯამში 40 230 ტესტი ჩატარდა.

სომხეთში 16 მარტიდან 13 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0