13:46 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1185)
160 0 0

სომხეთში, სადაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, კორონავირუსის გავრცელების ახალი მონაცემები გამოქვეყნდა

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. სომხეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 4 283-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

COVID-19 საქართველოში: ქართველი ექიმები ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს ადგენენ >>

ერთ დღე-ღამეში დადასტურდა 239 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 55 ადამიანი (აქედან სამი ადამიანი გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა). კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 22.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 1 791-მა ადამიანმა დაამარცხა. სტაციონარებში 2 415 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყანაში სულ 39 005 ტესტი ჩატარდა.

შეგახსენებთ, სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, პარასკევს ის 13 ივნისამდე გაგრძელდა.

18 მაისიდან რესპუბლიკაში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ტრანსპორტით სარგებლობა დაიშვება მხოლოდ პირბადეებით და ხელთათმანებით. იხსნება სავაჭრო ცენტრები, მოლები, იხსნება აკრძალვა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობაზე, რომლებიც აქამდე მხოლოდ ღია ცის ქვეშ მუშაობდნენ.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1185)

მთავარი თემები