COVID-19 საქართველოში: ქართველი ექიმები ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს ადგენენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორის წყარო ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ქართველი ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს ადგენენ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

COVID-19 საქართველოში:გამოჯანმრთელებულთა და დაავადებულთა რიცხვებს შორის სხვაობა თალსაჩინოა >>

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა.

„ინფიცირებულები საკარანტინო სივრციდან, ანუ არსებული წყაროებიდან არიან. ორი პაციენტის სიღრმისეული კვლევა გრძელდება. ცნობილი კლასტერებიდან არიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისათვის კორონავირუსზე მკურნალობას 247 პაციენტი აგრძელებს. გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროებს, შემთხვევების 23% ბოლნისის მუნიციპალიტეტზე მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0