22:59 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1024)
80 0 0

ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აზერბაიჯანში კარანტინის შემსუბუქების შემდეგ გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვის მატების შესახებ ოპერატიული შტაბის ბრიფინგზე განაცხადა სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების მართვის გაერთიანების განყოფილების უფროსმა იაგუტ გარაევამ.

„ბოლო დროს ვკარგავთ პოზიტიურ დინამიკას, ახალი ავადმყოფების რიცხვი იზრდება“, - განაცხადა გარაევამ.

მოსალოდნელი იყო, რომ კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლისთანავე ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა, აღნიშნა მან.

„მიზეზის გასაგებად საკმარისია ქუჩაში გავიდეთ“, - განაცხადა მან.

დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2060 ფაქტი დადასტურდა. აქედან 1508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა.

კიდევ 526 პირი მკურნალობას განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში აგრძელებს.

21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 27-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსზე 164 481 ტესტი ჩატარდა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1024)

მთავარი თემები