11:59 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
61 0 0

სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 822-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ადრე ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა 770 ადამიანს შეადგენდა. ამგვარად, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 52-ით გაიზარდა.

ამ მომენტისათვის კორონავირუსისგან განიკურნა 57 ადამიანი. მკურნალობას 720 პაციენტი აგრძელებს. 3477 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ლეტალურად 7 შემთხვევა დასრულდა.

სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ქვეყანაში შეზღუდულია შესვლა და გამოსვლა, აკრძალულია საჯარო ღონისძიებები. დაკეტილია სასწავლო და კულტურული დაწესებულებები. 1 აპრილს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა.

ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია. სომხეთის პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეთა და ავტომობილების გაადგილებაზე კონტროლისთვის გამშვები პუნქტები მოეწყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რკინიგზისა და ტაქსის გარდა, გაჩერებულია. სახლიდან გასვლა დაშვებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პასპორტი და შევსებული ანკეტა. შეწყდა ყველა საწარმოს და ორგანიზაციის მუშაობა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანის გარდა. მუშაობს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები