საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანში დარჩენა შეუძლიათ

© courtesy of Miho Neimanბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აზერბაიჯანში დროებითი რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება სურთ, ელექტრონული ფორმით უნდა მიმართონ აზერბაიჯანის სახელმწიფო მიგრაციულ სამსახურს.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. აზერბაიჯანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება შეუძლიათ, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანის მიგრაციული კოდექსის თანახმად, უცხოელები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებსაც ქვეყანაში 15 დღეზე მეტი ხნით სურთ დარჩენა (მაქსიმუმ 90 დღე), უნდა დარეგისტრირდნენ დროებით მისამართზე. მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მათ 300-დან 400 მანათამდე ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ

„მსოფლიოში ამჟამად არსებული ვითარებისა და კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების გათვალისწინებით, პირებმა, რომლებსაც სურთ დროებითი რეგისტრაციის გაგრძელება, ელექტრონული ფორმით უნდა მიმართონ აზერბაიჯანის სახელმწიფო მიგრაციულ სამსახურს“, – ნათქვამია აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 14 მარტიდან 10 დღით დაიკეტა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

18 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 204 255-ს მიაღწია, გარდაიცვალა 8 243 ადამიანი. ვირუსი მსოფლიოს 160 ქვეყანაშია გავრცელებული.

ყველა ახალი ამბავი
0