11:45 06 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6398
  • 100 RUB4.2064
  • USD3.0739
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)
40 0 0

2019 წლის ივლისში ერევანში ჩასვლას საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გეგმავდა, მაგრამ ივნისში, მასობრივი პროტესტის გამო გადადგა

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ახალი სპიკერის არჩილ თალაკვაძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ერევანში გაიმართება სომხეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტთაშორისი ჯგუფის სხდომის შემდეგ, რომელიც მაისშია დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ხუთშაბათს „Sputnik-სომხეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.


ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში თალაკვაძის სპიკერის პოსტზე არჩევამდე საქართველოს პარლამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე გეგმავდა ერევანში გამგზავრებას, მაგრამ ვერ მიასწრო: ივნისში, მასობრივი პროტესტის გამო ის გადადგა.
პარლამენტის ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ, ქართულმა მხარემ თალაკვაძის სომხეთში ვიზიტის მომზადება დაიწყო. ვიზიტი 2019 წლის სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გეგმები შეიცვალა: მთავრობა, რომელსაც მაშინდელი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, გადადგა. შედეგად, ვიზიტი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

თემა განახლდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც 2020 წლის 3-4 მარტს შედგა.

საქართველო სომხეთიდან ირანული საქონლით დატვირთულ ტრაილერებს გაატარებს >>

„ვიზიტის საკითხი გადაწყდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის დროს. შეხვედრაში სომხური მხრიდან ასევე მონაწილეობდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ლენა ნაზარიანი", - განაცხადა მკოიანმა.


მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაისის დასაწყისში ერევანში გაიმართება საპარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა. საქართველოდან სომხეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავა დელეგაცია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ სომხეთში თალაკვაძე გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ბოლოჯერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთს 2015 წლის თებერვალში ეწვია. მაშინ საქართველოს პარლამენტს დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა. სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი თბილისში, რომელსაც სომხეთის ეროვნული კრების თავჯდომარე ხელმძღვანელობდა, ბოლოჯერ 2017 წლის სექტემბერში შედგა. იმ დროს სომხეთის პარლამენტს არა ბაბლოიანი ხელმძღვანელობდა.

ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერების დონეზე ვიზიტების მნიშვნელობა, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი და საქართველო საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდნენ.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)

მთავარი თემები