14:41 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
42 0 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ნებისმიერი შეხვედრა სასარგებლო შეიძლება იყოს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიუნჰენში უსაფრთხოების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე შეხვდება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ჯერ ამინდი, შემდეგ – პოლიტიკა: გახარია ფაშინიანს შეხვდა >>

ფორუმი მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება და მასში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

„ამ მომენტისათვის შეხვედრის თაობაზე შეთანხმება არ არსებობს. მაგრამ შეხვედრის შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ეს საკითხი განხილვის სტადიაზეა. ჩვენ ასევე 20 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს ფორუმზე ვისაუბრეთ. მე თავს არ ვარიდებ შეხვედრებს, პირიქით, სასარგებლოდ მივიჩნევ“, - განაცხადა მან.

თუ იქნება შეხვედრა, საუბარი, ამაში ცუდი არაფერია, დარწმუნებული სომხეთის პრემიერი.

 

მთავარი თემები