ჯერ ამინდი, შემდეგ – პოლიტიკა: გახარია ფაშინიანს შეხვდა

© photo: Government of Georgia / FB ნიკოლ ფაშინიანი და გიორგი გახარია
ნიკოლ ფაშინიანი და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქართულ დელეგაციასთან ერთად.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. გიორგი გახარია ერევანში პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, ამჟამად ის თავის სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს ხვდება.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გახარიამ და ფაშინიანმა ამინდზე ისაუბრეს, მცირე კომენტარები გააკეთეს მასმედიისთვის და მოლაპარაკებებზე გავიდნენ.

„ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს – ეს არის ჩვენი ისტორია და ჩვენი წინაპრები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენ ორ ხალხს შორის მეგობრობას. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავართმევთ თავს ჩვენზე დაკისრებულ ამ ვალდებულებას. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მეტი იმუშაოს იმისთვის, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური ჩვენი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ", – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობებია, შესაძლებელია მისი კიდევ მეტი განვითარება, მაგალითად, ეკონომიკის, კულტურის, სპორტის მიმართულებებით.

„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო უმჯობესდება ყველა სფეროში. პრემიერ-მინისტრად ჩემი წელიწად-ნახევრიანი მუშაობის პერიოდში ყველაზე კარგ მიღწევად აღვნიშნავდი სომხურ-ქართული ურთიერთობების მაღალ დონეზე აყვანას, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად კიდევ უფრო გაუმჯობესდება", – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0