12:39 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1663)
299 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი არც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფედერალური კრებისადმი მიმართვას დასწრებია მოსკოვში და არც პარასკევის ლოცვას გროზნოში.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ერთკვირიანი გაუჩინარება აქტიურად განიხილება რესპუბლიკის მედიასივრცეში.

გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი არც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფედერალური კრებისადმი მიმართვას დასწრებია მოსკოვში და არც პარასკევის ლოცვას გროზნოში. მანამდე ადგილობრივი ტელეარხები ყოველთვის აჩვენებდნენ ხოლმე სალოცავად მისულ კადიროვსა და მის გარემოცვას.

View this post on Instagram

A post shared by ЧЕЧНЯ ОНЛАЙН (@online_chechnya) on

უკანასკნელი მოკლე ვიდეორგოლი, რომელიც, სავარაუდოდ, თავად რამზან კადიროვის მიერაა გადაღებული, online_chechnya-ს Instagram-აკაუნტზე იყო გამოქვეყნებული.

კადრებზე თვითმფრინავის ილუმინატორიდან გადაღებული ღამის ქალაქი ჩანს ფრენისას, ხოლო კადრს მიღმა ისმის სიტყვები: „სალამ ალეიქუმ. თუ რამე, ჩვენ ადგილზე ვართ. ალაჰ აკბარ! აჰმატი ძალაა“. 

სოციალური ქსელების მომხმარებლები ვიდეოს ქვეშ მიწერილი კომენტარებით მოუწოდებენ კადიროვს, „მტრის ჯინაზე“ დაბრუნდეს. 

ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-მ გაავრცელა თავად კადიროვის კომენტარი, რომ მისი სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გავრცელებული ხმები რეალობას არ შეესაბამება. მისი თქმით, ის კარიერას მხოლოდ საკუთარ რესპუბლიკაში დაასრულებს. 

„ამე არასდროს მქონია რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მუშაობის, მისი დატოვების ინტერესი და სხვა თანამდებობა ჩემთვის არასდროს შემოუთავაზებიათ. კარიერის დამთავრება ჩემს რესპუბლიკაში მსურს და არსად არ ვაპირებ წასვლას“, – განაცხადა კადიროვმა.

РИА Новости-ს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ჩეჩნეთის მეთაურმა გროზნოში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა ორშაბათს.  

15 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა უფლებამოსილება დროებით გადააბარა ჩეჩნეთის პრემიერ მუსლიმ ხუჩიევს. როგორც კადიროვის პრეს-მდივანმა განმარტა, რესპუბლიკის მეთაური მკურნალობის კურსს გადიოდა, რომელიც „სამედიცინო პროცედურების ჩატარებას“ გულისხმობს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1663)

მთავარი თემები