თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი მკურნალობის კურსს გადის, აუწყა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს მისმა პრეს-მდივანმა ალვი კარიმოვმა.
მანამდე ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის საიტზე გამოქვეყნდა რამზან კადიროვის განკარგულება, რომლის თანახმადაც, მისი „დროებითი შრომისუუნარობის“ პერიოდში რეგიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად პრემიერი მუსლიმ ხუჩიევი დაინიშნა.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი მკურნალობის კურსს გადის, რაც სამედიცინო პროცედურებს მოითხოვს“, — განმარტა კარიმოვმა.
პრეს-მდივნის განმარტებით, ხუჩიევსა და მის წინამორბედებს მანამდეც არაერთხელ შეუსრულებიათ რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობა, როდესაც კადიროვი შვებულებაში გადიოდა.