13:00 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2321)
9801

მანამდე რამზან კადიროვმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, მისი „დროებითი შრომისუუნარობის“ პერიოდში რეგიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად პრემიერი ხუჩიევი დაინიშნა.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი მკურნალობის კურსს გადის, აუწყა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს მისმა პრეს-მდივანმა ალვი კარიმოვმა. 

მანამდე ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის საიტზე გამოქვეყნდა რამზან კადიროვის განკარგულება, რომლის თანახმადაც, მისი „დროებითი შრომისუუნარობის“ პერიოდში რეგიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად პრემიერი მუსლიმ ხუჩიევი დაინიშნა.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი მკურნალობის კურსს გადის, რაც სამედიცინო პროცედურებს მოითხოვს“, — განმარტა კარიმოვმა.

პრეს-მდივნის განმარტებით, ხუჩიევსა და მის წინამორბედებს მანამდეც არაერთხელ შეუსრულებიათ რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობა, როდესაც კადიროვი შვებულებაში გადიოდა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2321)

მთავარი თემები