12:34 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1925)
67 0 0

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით და გრიპით დაავადებულთა შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

თბილისი, 12 იანვარი -  Sputnik. ერევანში А ტიპის გრიპის (H1N1 – „ღორის გრიპი“) შედეგად ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„ლაბორატორიული კვლევების შედეგად აღმოჩენილია А ტიპის გრიპის ქვესახეობა H1N1. ეპიდემიოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პაციენტმა დახმარებისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მიმართა, სუნთქვის უკმარისობით, დაავადების მეათე დღეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ წლის დასაწყისიდან რესპუბლიკაში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ გასულ წელთან შედარებით მათი რაოდენობა შემცირებულია.

2020 წლის 11 იანვრის მდგომარეობით,  მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით მიმართვიანობა 1,2-ჯერ შემცირდა, ხოლო პნევმონიით ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი - 1,7-ჯერ.

დღეისათვის სამედიცინო დაწესებულებებში მწვავე რესპირატორული დაავადების მქონე 668 პაციენტი მკურნალობს (გასულ წელთან შედარებით 1,1-ჯერ ნაკლები). აქედან 97,9%-ს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენენ. ყველა პაციენტს აღენიშნება დადებითი დინამიკა. რეანიმაციის განყოფილებებში 31 პაციენტი იმყოფება (გასულ წელს იყო 50). ძირითადად, ეს 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებია.

ჯანდაცვის სამინისტრო აფრთხილებს, რომ გრიპისა და მისი შედეგების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალება - ვაქცინაციაა.

პაატა იმნაძე: გრიპის გამო არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს >>

სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა პოლიკლინიკა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფილია. ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პოლიკლინიკას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და უფასოდ ჩაიტაროს აცრა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1925)

მთავარი თემები