02:57 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

იმ კომპანიის აქციების გაყიდვის შემთხვევაში, რომელიც სომხეთს ინტერნეტ-კავშირით უზრუნველყოფს, იქნება გათვალისწინებული როგორც საქართველოს ინტერესები, ისე რეგიონის სპეციფიკა

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ინტერნეტ-კავშირი Caucasus Online-ის მაგისტრალური არხის აქციები არ გაიყიდება ფართო დისკუსიის გარეშე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ „Sputnik-სომხეთთან“ ინტერვიუში.

ინტერნეტ-პროვაიდერმა საქართველოში თავისი წილი არასწორად გაყიდა >>

ქართული კომპანია Caucasus Online იმ ოპტიკური კაბელის ოპერატორია, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე საქართველოდან ბულგარეთამდე გადის. ეს არის ინტერნეტ ტრაფიკის უდიდესი არხი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის. ახლა კომპანიის ძირითადი აქციონერები არიან ქართველი ინვესტორები, რომელთა ნაწილი ევროპაშია რეგისტრირებული. დროგამოშვებით პრესაში ჩნდება ჭორები, რომ ამ კომპანიის აქციებს მიჰყიდიან აზერბაიჯანულ საწარმოებს, და ამან სომხეთის მიმართულებით ტრაფიკის საიმედოობაზე გავლენა შეიძლება იქონიოს.

Замминистра экономики и устойчивого развития Грузии Николоз Алавидзе
© photo: Sputnik / Aram Gareginyan
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე

ამასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Caucasus Online-ს არ შეუძლია გაყიდოს თავისი აქციების 5%-ზე მეტი, საქართველოს ტელეკომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თანხმობის გარეშე. და რეგულატორი არ მიიღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ფართო საზოგადოებრივი დისკუსიების გარეშე.

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყურადღებით აკვირდება ამ საწარმოს, მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით. თუ ასეთი გარიგების პროექტი გაჩნდება, რეგულატორი მოაწყობს დისკუსიებს, სათანადო გამჭვირვალობით. ამ განხილვებზე იქნება გათვალისწინებული საქართველოსა და მისი საზოგადოების ინტერესები და ჩვენი რეგიონის თავისებურებები", - განაცხადა ალავიძემ.

სხვადასხვა შეფასებით, საქართველოზე სომხეთის საგარეო ინტერნეტ-ტრაფიკის დაახლოებით 80% მოდის. ტრაფიკი შავი ზღვის ფსკერზე ევროპაში და უკანა მიმართულებით მდებარე კაბელით გადის. მის გარდა, სომხეთი იყენებს კიდევ ორ კაბელს რუსეთის მიმართულებით - ერთს შავი ზღვის და მეორეს - სახმელეთოს. ტრაფიკის კიდევ 20% მოდის ირანში გამავალ კაბელებზე. აქ, სომეხი ოპერატორები მოქმედებენ, როგორც ინტერნეტის სატრანზიტო ქვეყნები ირანში, ავღანეთში და, ბოლო დროიდან ყატარში.

ამავე დროს, საქართველოს მთავრობა ბულგარეთის მიმართულებით კიდევ ერთი ინტერნეტ კაბელის გაყვანის შესაძლებლობას განიხილავს. ეს ხელს შეუწყობს ევროპული ტრაფიკის (მათ შორის Google-ისა და Facebook-ის სერვერებიდან) სწრაფ მიწოდებას სამხრეთ კავკასიაში.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული საკომუნიკაციო არხები მხოლოდ ერთი მესამედით არის დატვირთული (თავად საქართველოს მოხმარებისა და საერთაშორისო ტრანზიტის გათვალისწინებით), მაგრამ რესპუბლიკას სურს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა შორეული ბაზრებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის. და უახლოეს წლებში, ტრაფიკის ტრანზიტზე კიდევ უფრო დიდი მოთხოვნაა მოსალოდნელი, 5G ქსელების განვითარებასთან ერთად.

ახლა კაბელის გასაყვანად მზადდება წინასწარი ტექნიკური დავალება (pre-feasibility study). ოპტიკის პარალელურად, განიხილება წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტიც.

მთავარი თემები