11:24 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
100 0 0

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ პროვაიდერის მიერ წილის გაყიდვამ შიგა და რეგიონულ ბაზარზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-პროვაიდერ Caucasus Online-ის მიერ საკუთარი წილის გაყიდვისას დარღვევები აღმოაჩინა და სტატუს-კვოს აღდგენა მოითხოვა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი 5%-ზე მეტი ოდენობის წილს გაყიდის, ის ვალდებულია მიმართოს კომისიას და მისგან თანხმობა მიიღოს. Caucasus Online-მა აქციები გაყიდა და ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა რეგულატორს, რითიც მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია.

კომპანიამ გაყიდული წილი პირვანდელ მდგომარეობაში სამი კვირის განმავლობაში უნდა დააბრუნოს.

„აღნიშნულმა ტრანზაქციამ გარკვეული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით არა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე შეიძლება მოახდინოს გავლენა, არამედ რეგიონალურ ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას შეიძლება მიაყენოს ზიანი", – აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახეზეა სერიოზული დარღვევა. Caucasus Online ერთადერთი დიდი რეგიონული ინფრასტრუქტურული მოთამაშეა, რომელიც ევროპის რეგიონს კავკასიასთან პირდაპირ აკავშირებს. სწორედ ამიტომ ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

Caucasus Online-მა მფლობელი 2016 წლის ოქტომბერშიც შეიცვალა, მაგრამ მაშინ ეს ცვლილება კომისიასთან შეთანხმებით მოხდა. კომპანია დაავალდებულეს, რომ აცნობოს რეგულატორს ნებისმიერი სხვა ცვლილების შესახებ და ნებართვის შემთხვევაში განაგრძოს მოქმედება. ეს შეთანხმება 2019 წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების დროს დაირღვა.

„კავკასუს ონლაინი" საქართველოს ინტერნეტ-სივრცეში მოქმედი მთავარი მოთამაშეების — Sanet და Georgia Online (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია) გაერთიანების გზით 2006 წელს დაფუძნდა.

Caucasus Online ფინანსური პრობლემების გამო აქტივებს ყიდის>>

2008 წლიდან „კავკასუს ონლაინი" 1200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. სწორედ ამ კაბელის წყალობით ხდება ინტერნეტის ტრანზიტული გადაცემა ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზეა გაყვანილი, შესაძლებელი გახდა მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება ევროპიდან აზიაში.

მთავარი თემები