აზერბაიჯანში ყოველი მეოთხე ტურისტი საქართველოდანაა

© photo : TRENDტურისტები ბაქოში
ტურისტები ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელები აზერბაიჯანში ძირითადად ავტოტრანსპორტით მიემგზავრებიან

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. აზერბაიჯანში ჩასული სტუმრების ნახევარზე მეტი რუსეთიდან და საქართველოდანაა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, აზერბაიჯანს 185 ქვეყნის 1,41 მილიონი ადამიანი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,5%-ით მეტია, აღნიშნულია აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები

ქვეყანაში ჩასული ვიზიტორების უმრავლესობა არის რუსეთიდან - 29,4%, საქართველოდან - 24,3%, თურქეთიდან - 10,5%, ირანიდან - 7,5%, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან - 2,6%, საუდის არაბეთიდან - 2,4%, უკრაინიდან და ინდოეთიდან - 1,9% და სხვა ქვეყნებიდან - 19,5%. მოქალაქეობის არმქონე პირთა წილმა 0,1% შეადგინა.

აზერბაიჯანში ჩასული ვიზიტორების 68% მამაკაცებია, 32% - ქალები.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან შეიმჩნეოდა 24,3%-იანი ზრდა - ევროპელების რიცხვმა 66,5 ათას ადამიანს მიაღწია. დსთ-ის ქვეყნებიდან ტურისტების ზრდამ 5,6% შეადგინა - 502,5 ათასი ადამიანი.

მთავრობა მცირე სასტუმროების მეპატრონეებს სექტემბრიდან მნიშვნელოვან დახმარებას პირდება >>

უცხო ქვეყნების მოქალაქეები აზერბაიჯანში ჩავიდნენ რკინიგზით და ავტოტრანსპორტით - 59%, ავიატრანსპორტით - 40,2% და 0,8% - საზღვაო ტრანსპორტით.

ყველა ახალი ამბავი
0