01:18 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
118 0 0

აზერბაიჯანელმა შემსრულებელმა ახალ კლიპში თავი შოკისმომგვრელ ამპლუაში მოსინჯა

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქართველმა კომპოზიტორმა კახაბერ ცისკარიძემ აზერბაიჯანის სახალხო არტისტის, აიგუნ ქაზიმოვას ახალი კლიპისთვის მუსიკა დაწერა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

მომღერალმა წარადგინა სიმღერის Toy Boy („სათამაშო მამაკაცი“) ახალი კლიპი, რომელშიც დიზაინერმა გამოიყენა ფსიქოსექსუალური სუბკულტურის ელემენტები, რომლებსაც BDSM-ის ლაიტ-ვერსია შეიძლება ვუწოდოთ.

სიმღერის ტექსტის ავტორია მურად გულიევი.

შემსრულებლის იერ-სახე შექმნა აზერბაიჯანელმა დიზაინერმა რუფატ ისმაილმა, რომელიც თურქეთში ცხოვრობს. კლიპის რეჟისორია რუფატ რასულოვია.

აიგუნ ქაზიმოვა - აზერბაიჯანის პოპ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალია. მისი კარიერა დაიწყო მუსიკალურ ფესტივალზე „ბაქოს შემოდგომა - 88“ გამარჯვებით, შემდეგ იყო იურმალას და „აზია დაუსის“ კონკურსებში მონაწილეობა. 1996 წელს ის გახდა ლაურეატი სტამბოლის საერთაშორისო კონკურსის. მომღერლის კონცერტები იმართება როგორც აზერბაიჯანში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მთავარი თემები