კახაბერმა აზერბაიჯანის სახალხო არტისტის ახალი კლიპისთვის მუსიკა დაწერა

© photo: aygun_kazimova / Instagram აიგუნ ქაზიმოვა
აიგუნ ქაზიმოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანელმა შემსრულებელმა ახალ კლიპში თავი შოკისმომგვრელ ამპლუაში მოსინჯა

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქართველმა კომპოზიტორმა კახაბერ ცისკარიძემ აზერბაიჯანის სახალხო არტისტის, აიგუნ ქაზიმოვას ახალი კლიპისთვის მუსიკა დაწერა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

მომღერალმა წარადგინა სიმღერის Toy Boy („სათამაშო მამაკაცი“) ახალი კლიპი, რომელშიც დიზაინერმა გამოიყენა ფსიქოსექსუალური სუბკულტურის ელემენტები, რომლებსაც BDSM-ის ლაიტ-ვერსია შეიძლება ვუწოდოთ.

სიმღერის ტექსტის ავტორია მურად გულიევი.

შემსრულებლის იერ-სახე შექმნა აზერბაიჯანელმა დიზაინერმა რუფატ ისმაილმა, რომელიც თურქეთში ცხოვრობს. კლიპის რეჟისორია რუფატ რასულოვია.

აიგუნ ქაზიმოვა - აზერბაიჯანის პოპ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალია. მისი კარიერა დაიწყო მუსიკალურ ფესტივალზე „ბაქოს შემოდგომა - 88“ გამარჯვებით, შემდეგ იყო იურმალას და „აზია დაუსის“ კონკურსებში მონაწილეობა. 1996 წელს ის გახდა ლაურეატი სტამბოლის საერთაშორისო კონკურსის. მომღერლის კონცერტები იმართება როგორც აზერბაიჯანში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0