22:16 18 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2178
  • 100 RUB4.5670
  • USD2.8687
საპროტესტო აქციის მონაწილეები

თბილისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სომხეთის მოქალაქეს საჩივარი და პრობლემები არ აქვს

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (339)
28 0 0

სომხეთის მოქალაქე, პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, 13–დღიან ადმინისტრაციულ სასჯელს იხდის

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. სომხეთის საელჩომ საქართველოში სასამართლოში საჩივარი შეიტანა. საელჩო თბილისში არეულობების დროს დაკავებული სომხეთის მოქალაქისთვის პატიმროვის ვადის შემცირებას ცდილობს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ დიპლომატიური წარმომადგენლობის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. საავადმყოფოებში ამ დროისთვის 28 ადამიანი რჩება, აქედან ორი მძიმე მდგომარეობაშია. 

საქართველოს საგარეო უწყება: ხელისუფლება ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს>>

ადამიანის უფლებადამცველის, არმან ტატოიანის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქე მინას მინასიანი (1995 წელს დაბადებული) თბილისში არეულობის ღამეს დააკავეს.

 „სომხეთის მოქალაქე ადმინისტრაციულ პატიმრობაში, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, 13 დღე დარჩება... ჩვენ კავშირი გვექნება ჩვენს მოქალაქესთან“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მინასიანი სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა იმავე დღეს მოინახულეს. ახალგაზრდამ განაცხადა, რომ არანაირი საჩივარი და პრობლემა არა აქვს, მას პატივისცემით ეპყრობიან.

საელჩის თანამშრომლებმა მინასიანისთვის ტელეფონით ახლობლებთან დაკავშირების უფლება მოიპოვეს და შეუთანხმდნენ ქართველ სამართალდამცავებს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მას ერთ–ერთ მშობელთან შეხვედრის უფლებას მისცემდნენ.

ამავე დროს, საელჩომ იურისტის დახმარებით სასამართლოს საჩივრით მიმართა, რათა მინასიანის პატიმრობის ვადა შემცირდეს.

ასევე აღინიშნება, რომ სომხეთის მოქალაქე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (339)

მთავარი თემები