22:16 18 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2178
  • 100 RUB4.5670
  • USD2.8687
ქეთა თოფურია

ქეთა თოფურია და ჯგუფი A'studio ერევანში კონცერტს გამართავენ

© photo: Sputnik / Nina Zotina
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
63 0 0

ჯგუფი A'studio ცნობილია როგორც რუსეთში, ისე უცხოეთში.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია და ჯგუფი A'studio 4 ივლისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში კონცერტს გამართავენ.

გამოსვლა ერევნის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში – Dvin Music Hall-ში შედგება.

„ლეგენდარული ჯგუფი ერევანშია! თქვენ გელით ყველაზე საყვარელი ჰიტები და დაუვიწყარი ატმოსფერო“, – ირწმუნებიან ორგანიზატორები.

თვის ბოლოს კი, 27 ივლისს ჯგუფი A'studio კონცერტს ბათუმში გამართავს. მუსიკოსები სანაპიროზე მდებარე კლუბ UP2U-ში იმღერებენ. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ.

ქეთა თოფურია 1986 წლის 6 სექტემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

კარიერის დასაწყისში თოფურია ქართველ პროდიუსერ ნატო დუმბაძესთან თანამშრომლობდა. თავის დროზე სწორედ მან შესთავაზა დამწყებ მომღერალს საკუთარი თავი ყაზახურ ჯგუფ „ა-სტუდიოს“ რიგებში გამოეცადა, რამდენადაც იმ დროს ჯგუფი დატოვა მისმა სოლისტმა პოლინა გრიფიტსმა. ქეთა რუსეთში მალე წავიდა და მოღვაწეობა პოპულარულ ჯგუფთან ერთად გააგრძელა.

მომღერალმა საკუთარი თავი წარმოაჩინა არა მარტო როგორც მომღერალმა, არამედ როგორც დიზაინერმა. მან საკუთარი ბრენდი KETIone შექმნა, რომელიც რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მთავარი თემები