რუსი რეპერი ალექსეი დოლმატოვი, ცნობილი გუფის ფსევდონიმით, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით, „ინსტაგრამის“ გვერდზე. გუშინ, ღამით მისმა ახალმა ფოტომ, სადაც მას საქორწინო სამოსი აცვია, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
მეგობრობა თუ სიყვარული: გუფი და ქეთა თოფურია შერიგდნენ >>>
განსაკუთრებით დამაინტრიგებელი ფოტოს სათაური გახდა – „მან თქვა დიახ“, რომლის ქვეშ აქტიურად დაიწყო განხილვა, თუ ვისზე ქორწინდება რეპერი. რეპერის თაყვანისმცმელების უმრავლესობას სჯერა, რომ მას რუსეთში მოღვაზე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია მოჰყავს ცოლად.
სკანდალურ დაშორებამდე, რომლის შემდეგ წყვილმა, სავარაუდოდ, ურთიერთობა აღადგინა, სანამ წყვილი ურთიერთობას გაასაჯაროებდა, რუსი რეპერი გუფისა და ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას რომანის შესახებ მასმედიაში ბევრი დაიწერა.
ბოლოს წყვილმა აღიარა, რომ ერთად იყვნენ. 2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა.
იმ პერიოდში ქეთა თოფურია ჯერ კიდევ ლევ გეიხმანის მეუღლედ ითვლებოდა, თუმცა 2017 წლის სექტემბერში ქეთა და ლევი ოფიციალურად დაშორდნენ.
ჯგუფ A'Studio-ს სოლისტისა და რეპერი გუფის დასრულებული რომანი უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოების განხილვის საგანია. წყვილის დაშორების მიზეზი ღალატია – რეპერს 18 წლის ეკატერინბურგელ გოგონასთან, იანასთან ჰქონდა ურთიერთობა. გუფი ცდილობდა, რომანის შესახებ ქეთას არაფერი შეეტყო, თუმცა იანამ მოისურვა, მათი ურთიერთობა ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო და რეპერის დაშანტაჟება დაიწყო. გუფმა იანასთან ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა ამ ამბის შესახებ ყველამ შეიტყო.
თუმცა, ქეთას დაშორების შემდეგ ამაზე აქცენტი არ გაუკეთებია და ისაუბრა იმაზე, რომ მისი და გუფის ცხოვრების სტილს შორის განსხვავება ზედმეტად დიდია, შესაბამისად, ამ ყველაფრის უკან დაბრუნებას არ აპირებს. თუმცა გუფი ცდილობს არ დანებდეს და საყვარელი ქალბატონისთვის ქუჩაში გულის დახატვაზეც კი არ თქვა უარი.
ორივე შეყვარებულს წინა ქორწინებიდან შვილები ჰყავთ. ქეთას სამი წლის გოგონა ოლივია ჰყავს, ალექსეიც ინარჩუნებს ურთიერთობას რვა წლის ვაჟთან, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს.