რა ინტერესი აქვს რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებით

© press-service of Azerbaijan Railwaysბაქო–თბილისი–ყარსი
ბაქო–თბილისი–ყარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა.

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. რუსეთის რკინიგზა პერსპექტიულად მიიჩნევს ევროპაში ნახშირის ექსპორტისთვის ფოთის პორტის გამოყენებას, განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსანდრ კარავაევმა „Sputnik-აზერბაიჯანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების შესახებ.

ბახტაძე: ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ცვლილებები საქართველოსთან უნდა შეთანხმდეს>>>

დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას აღნიშნული მარშრუტით რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად, ასევე, ეკონომიკურად დასაბუთებული ტარიფების დაწესებას და ახალი სატვირთო ბაზის მოზიდვას. გარდა ამისა, რუსეთის რკინიგზა ახალქალაქიდან ყარსამდე ფართოლიანდიანი სარკინიგზო ხაზის გაყვანის წინადადებით გამოდის.

 „სამმხრივი პროექტები გაზრდის ნახშირის გადაზიდვებს 2030 წლამდე, შექმნის თურქეთის პორტებსა და ევროპამდე ტრანზიტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა კარაევმა.

მისი სიტყვებით, რუსეთის რკინიგზის ინტერესი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მიმართ რამდენიმე ფრაგმენტისგან შედგება და ნახშირი მხოლოდ ერთი მათგანია. მეორე მიმართულება - თურქეთამდე - მიბმულია რუსული ხორბლის მიწოდებასთან.

რისთვის არის საჭირო მეორე გზა ყარსამდე

ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთზე მეორე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა არა მხოლოდ რუსეთის გადმოსახედიდანაა ხელსაყრელი, განაცხადა კარავაევმა.

მისი თქმით, თურქეთის სარკინიგზო კომუნიკაციების გარკვეული ფრაგმენტები მოითხოვს საკმაოდ სერიოზულ და ხანგრძლივ მოდერნიზებას, ამიტომ გამოდის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზი თითქოს დაუსრულებელია. 

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - Sputnik საქართველო
თბილისი, ბაქო და ანკარა თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

 „დავუშვათ, ჩავიდა ტვირთი ყარსში. ამის შემდეგ - თურქეთის ტერიტორიის გავლით ევროპამდე - საჭიროა ტერმინალები და ჩქაროსნული მოძრაობის გაგრძელება. სარკინიგზო კომუნიკაციები თურქეთში გაცილებით ცუდადაა განვითარებული, ვიდრე რუსეთში“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ყარსიდან თურქეთამდე გზას, სავარაუდოდ, აზერბაიჯანი გაიყვანს.

ამასთანავე, ექსპერტის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით საკმაოდ დაბალი ტარიფებია დაწესებული, რაც ტვირთების მოზიდვას ისახავს მიზნად, თუმცა,  ტვირთი ჯერ არ არის.

ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა დაბალი ტარიფებით ტვირთების მოსაზიდად არის საჭირო და რადგან ტვირთი, ძირითადად, ნედლეულია, ის სწორედ რუსეთიდან გავა, დაასკვნა ექსპერტმა.

საქართველოს რეაქცია

თბილისში გაკვირვებული არიან, რომ ანკარაში შეხვედრა საქართველოს მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

 „როგორც ჩანს, აღნიშნული შეხვედრა სხვა რაკურსის იყო, რადგან საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, პროექტს სხვა მოთამაშე შეუერთდეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

რკინიგზა - Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის სრულყოფილი ამოქმედების თარიღი ცნობილია

მან ხაზი გაუსვა, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებული ხაზის ევროპულ ხაზთან შემაერთებელი სადგური არის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქში.

 „სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შემაერთებელი სადგური, სადაც მოხდება ე.წ. ევროპული სტანდარტის რკინიგზის შეერთება ჩვენი სტანდარტის რკინიგზასთან და ეს მოხდება სწორედ ახალქალაქში. არანაირი სხვა ვარიანტი არ განიხილება“, – განაცხადა ბახტაძემ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო. სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სიგრძე 829 კილომეტრია.

სავარაუდო გამტარუნარიანობა - წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთია. მომავალში ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში.

ყველა ახალი ამბავი
0