ბაქო-თბილისი-ყარსის სრულყოფილი ამოქმედების თარიღი ცნობილია

გამოწერა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთგადაზიდვების სრულყოფილი ამოქმედების შემდეგ სამგზავრო გადაზიდვებზე მუშაობა დაიწყება

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები სრულყოფილად დაახლოებით ექვს თვეში განხორციელდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადეობრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქეული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა რკინიგზა ახალქალაქი-ყარსი.

„სატვირთო მატარებლების მოძრაობა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. არსებული გრაფიკის მიხედვით, დაახლოებით 6 თვეში, დასრულდება სამუშაოები, რომლებიც საჭიროა სატვირთო მატარებლების სრულფასოვანი დატვირთვისთვის. შემდეგ, უკვე კომპანია ისეთ სამუშაოებზე გადაერთვება, რომელიც სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში: ექსპერტების შეფასებები

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ საქართველო „აბრეშუმის გზის“ ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით გახდეს, რათა რაც შეიძლება უკეთესი შედეგი დადგეს.

„აბრეშუმის გზის" განვითარება — საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზება, სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ბაქო-თბილისი-ყარსის საერთო სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს. საწყის ეტაპზე წლიური ბრუნვა ერთ მილიონ მგზავრსა და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გაუტოლდება. მეორე ეტაპზე ეს მაჩვენებლები ორჯერ გაიზრდება — დერეფნის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში, სავარაუდოდ, 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, ხოლო მგზავრთა ნაკადი — 2 მილიონ მგზავრს.


ყველა ახალი ამბავი
0