09:59 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
დავით გარეჯი

საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ

© Минрегионразвития Грузии
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
177 0 0

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხები განიხილეს და კონსულტაციების თბილისში გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე კონსულტაცია ბაქოში გაიმართა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი” აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

კონსულტაციები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვმა ქართველ კოლეგასთან, დავით დონდუასთან გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ორივე მხარის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანოების შესაბამისმა ექსპერტებმა.

მხარეების მიერ განხილული იქნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხები და გარკვეულ დოკუმენტებთან დაკავშირებით შემდგომი განხილვის მიზნით, კომისიის ფარგლებში შედგა მოსაზრებების ურთიერთგაცვლა.

გამართული კონსულტაციების შედეგებით, მხარეები  საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების შემდგომი განხილვის საკითხსა და თბილისში მორიგი სხდომის გამართვისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების შესახებ შეთანხმდნენ, რომლის ჩატარების თარიღი დიპლომატიური არხების მეშვეობით განისაზღვრება.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო სახელმწიფო საზღვარი 446 კილომეტრია, რომლის მესამედიც ჯერ დელიმიტირებული არ არის. საქართველო — აზერბაიჯანის საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 1996 წელს შეიქმნა. 15 წლის განმავლობაში კომისიამ საზღვრის დაახლოებით 70% უკვე დააზუსტა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში პრობლემები წარმოიშვა.

ოფიციალური თბილისი სადაო ტერიტორიად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს და სოფელ ერისიმედს მიიჩნევს.

მთავარი თემები