17:55 23 თებერვალი 2017
პირდაპირი ეთერი
ზამთარი ერევანში

სომხეთის თავდაცვის მინისტრის ავტომობილი ავარიაში მოყვა

© Sputnik/ асатур Есаянц
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

ავარიის შედეგად, რომელიც ერევანი-გორისის საავტომობილო ტრასაზე მოხდა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ორი თანამშრომელი დაიღუპა.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიგენ სარქისიანის ავტომობილი ავტოავარიაში მოხვდა, იუწყება „Sputnik სომხეთი“ თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანზე არწრუნ ოვანესიანზე დაყრდნობით.

სამინისტროს კუთვნილი Lexus-ის მარკის ავტომობილი ავარიაში ერევანი-გორისის საავტომობილო ტრასაზე მოყვა.

ოვანისიანი აცხადებს, რომ ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა — მძღოლი არმენ მუსიკიანი და დაცვის წევრი ალექსან სიმონიანი.

ინციდენტის დროს ავტომობილში თავდაცვის მინისტრი არ იმყოფებოდა, რადგან ის მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდა, რომელიც ყოველ ხუთშაბათს ტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ გორისთან, 231-ე კილომეტრზე მოხდა, ავტომობილი გზის საწინააღმდეგო მხარეს გადავიდა, გადატრიალდა და ხევში გადავარდა.

მთავარი თემები