10:22 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
კარიკატურები

ყველა ტექდათვალიერებაზე!

კარიკატურები
მოკლე ბმულის მიღება
121 0 0
ტექინსპექტირება

2019 წლის იანვრიდან საქართველოში ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა ყველა კატეგორიის ავტომობილისთვის. ახლა სადგურებზე, სადაც ინსპექტირება ხდება, მანქანების რიგები გაჩნდა – ყველა ჩქარობს ტექდათვალიერების დროულად გავლას, რათა თავიდან აიცილონ ჯარიმა.

კერძო მსუბუქი ავტომობილებისათვის პროცედურის გავლა 60 ლარი ღირს. თუ მანქანას ტექდათვალიერებისას უწესივრობა აღმოაჩნდა, პატრონს ეძლევა 30 დღე მის მოსაწესრიგებლად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანქანას ამ 30 დღის განმავლობაში ტექდათვალიერების გარეშე გადაადგილება შეუძლია – თუ სავალდებული ინსპექტირების გათვლილი ვადა ამოწურულია, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება. თუმცა, უშუალოდ განმეორებითი ტექდათვალიერება უფასო იქნება.

თუ მანქანა ტექდათვალიერებას დროულად არ გაივლის, ამაზე ჯარიმა 50 ლარს შეადგენს, რომელიც თვეში ერთხელ გამოიწერება. ამრიგად, ერთი წლის განმავლობაში ინსპექტირების გარეშე გადაადგილების შედეგად ჯარიმა 600 ლარს შეადგენს. თუმცა გადასახადის გადავადება არ გამოვა – ჯარიმის გადახდისთვისაც ერთი თვეა გათვალისწინებული, შემდეგ იწყება საურავის დაკისრება. ჯარიმის 6 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს მართვის მოწმობა ნახევარი წლის ვადით ჩამოერთმევა.

როდის აქვს ავტომობილს ტექდათვალიერება გასავლელი, ამის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება ვებ-გვერდზე www.pti.ge. აქ ასევე შესაძლებელია რიგში ონლაინ რეგისტრაცია. ტექდათვალიერებაზე მოწმდება გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, ფარები, საჭის მართვის მექანიზმი, გარე და შიდა განათება, ჩამომრეცხების მუშაობა და მათი მდგომარეობა, საქარე მინა, დაბურვის დონე, უსაფრთხოების ღვედები, საბურავების მდგომარეობა (არ არის აუცილებელი ოთხივე იყოს ერთნაირი), ასევე შასი და მისი შემადგენელი ნაწილები.

  • დედა მიდის სკოლაში
    Last update: 10:26 16.09.2019
    10:26 16.09.2019

    დედა მიდის სკოლაში

    თითქოს ყველა წინასწარ მოემზადა ახალი სასწავლო წლისთვის, თუმცა დილა მაინც გიჟური გათენდა. საქართველოს სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

    91
  • ქართველი მეთუნუქის ოცნება
    Last update: 16:04 03.09.2019
    16:04 03.09.2019

    ქართველი მეთუნუქის ოცნება

    ნაავარიები ავტომობილების აღდგენა და გაყიდვა საქართველოში შესანიშნავი ბიზნესია. ამჟამად საქართველოს დედაქალაქში „ფორსაჟის“ გადაღებები გრძელდება – ქალაქის ცენტრში შესაძლოა იხილოთ რბოლა, სროლები და სხვადასხვა სახიფათო ტრიუკები. მეთუნუქეები ოცნებობენ, რომ გადაღებებისას დაზიანებული ავტომობილები მათთან მოხვდეს. „გავაკეთებთ ისე, რომ ახალივით იქნება“, – ამბობენ ისინი

    72
  • ყველა რთველში!
    Last update: 15:06 29.08.2019
    15:06 29.08.2019

    ყველა რთველში!

    თელავში საკოორდინაციო შტაბი „რთველი-2019“ გაიხსნა, რომლის დახმარებითაც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ყურძნის მყიდველები იპოვონ

    66
  • „ფორსაჟის“ გადაღებები საქართველოში
    Last update: 17:27 20.08.2019
    17:27 20.08.2019

    „ფორსაჟის“ მრბოლელები ქართული ტარებით შოკში არიან

    თბილისელები ძალიან ბედნიერები არიან – ქალაქში ჰოლივუდური ფრანშიზის „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის გადაღებები მიმდინარეობს

    121

მთავარი თემები