19:04 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (36)
86 0 0

„პატრიოტთა ალიანსი“ თავისი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს და გაერთიანებული ოპოზიციის აქციებთან შეერთება არ სურს.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არ აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსმა“ ამომრჩეველთა ხმების 3,14% მიიღო, რაც რამდენიმე სადეპუტატო მანდატს უდრის. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ ასეთ დაბალ პროცენტს ვერ მიიღებდა.

მარგველაშვილი: ამომრჩევლის ხმა უნდა დააფასო, კოვიდის დროს მოვიდა და მოგცა ხმა>>

„უახლოეს დღეებში ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით – 3700-ზე მეტი უბანია – დავასახელებთ ბიულეტენების რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ სამარცხვინოდ მოგვპარა. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. უკვე დღეს ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაიყვანს პარლამენტში 91 დეპუტატზე მეტს“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, სრულიად ნათელია, რომ ყველა ოპოზიციურმა ძალამ უარი თქვა გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებაზე და პარლამენტში შესვლაზე.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებაზე და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ხელმეორე არჩევნები“, – აღნიშნა ინაშვილმა.

ინაშვილის განცხადებით, პარტია უწყვეტ ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ხელმეორე არჩევნები არ ჩატარდება.

„7 ნოემბერს, შაბათის საღამოს, ხუთ საათზე ჩვენ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენ ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ ბრძოლის ახალ ეტაპზე, გადავიდეთ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები, დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი, დავიცვათ ქვეყანა უზნეო და უსინდისო გამყალბებლებისგან. აქვე მინდა ვუთხრა ყველას და პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“, რომ ამ გზაზე არ იქნება არანაირი დათმობა“, – განაცხადა ინაშვილმა.

მან დასძინა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არ უერთდება ოპოზიციის აქციას, რომელიც კვირას არის დაგეგმილი.

„ჩვენ მივაღწევთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – აღნიშნა ინაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა, ხმათა უმრავლესობა – 48,15% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ აიღო 27,14%, „ევროპულმა საქართველომ“ – 3,78%, „ლელომ – 3,15%, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3,14%, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3,15%, „გირჩმა“ – 2,89%, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებმა“ – 1,33%, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1%. დანარჩენმა პარტიებმა ერთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.

სამშაბათს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომ უარს აცხადებენ საქართველოს პარლამენტის მანდატებზე.

არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა – 120 დეპუტატს მოსახლეობა ირჩევდა პროპორციული სისტემით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარული წესით.

თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (36)

მთავარი თემები