კალაძე: პირველი ტურის მონაცემებითაც შეგვიძლია პარლამენტში უმრავლესობის შექმნა

გამოწერა
პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ 150-დან მინიმუმ 76 მანდატი პირველივე ტურში მიანიჭა.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება” ქართველი ხალხის ნებით ინარჩუნებს ხელისუფლებას და მეორე ტურში დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას.

არჩევნები ზუგდიდში - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარულ ოლქებში 21 ნოემბერს ჩატარდება

„ქართულმა ოცნებამ” პროპორციული სიის ნაწილში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა, საქართველოს მოსახლეობის 48%-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა და ასევე დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვა მინიმუმ 14 მაჟორიტარულ ოლქში. მინიმუმს ვამბობ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლა მაჟორიტარების მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ 150-დან მინიმუმ 76 მანდატი (62 - პროპორციული და 14 - მაჟორიტარული) პირველივე ტურში მიანიჭა.

„ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებით, დიახ, ინარჩუნებს ხელისუფლებას და მეორე ტურში დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას.  „ქართული ოცნებას“ მომავალ პატლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

ცესკომ ბიულეტენების 90 პროცენტზე მეტი დათვალა>>

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0