თბილისის მერმა არჩევანი გააკეთა

© photo: Sputnikკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის თავი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. გამარჯვების საფუძველს კი პირველადი მონაცემები და კვლევები იძლევა

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მინდა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო, ვინც არჩევნებში მონაწილეობს და თავის მოქალაქეობრივ ვალს იხდის, განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მან არჩევანი წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე გააკეთა.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„ხმა მომავალს მივეცი": პრემიერმა გიორგი გახარიამ თავისი არჩევანი გააკეთა

თბილისის მერმა ხმა საბურთალოს ოლქში, 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

ქალაქის თავი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

„ჩვენ ძალიან ბევრი რაიონსა და ქალაქში შევხვდით ადამიანებს, ვიცით მათი განწყობა და დამოკიდებულება. სწორედ ეს იძლევა იმის იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ამის საფუძველს პირველადი მონაცემები და კვლევები იძლევა. რა თქმა უნდა ამისთვის მოსახლეობის მაღალი აქტივობაა საჭირო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თალაკვაძის არჩევანი: წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ იდგა ადამიანების გვერდით>>

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0