თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მივეცი ხმა ისეთ საქართელოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღეს, განაცხადა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად გამოცხადდა. საარჩევნო უბანზე მისულ პრემიერს რიგში დგომა მოუხდა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო, კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს.
„ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამეტზე აშენებულ ევროპულ-დასავლურ სახელმწიფოს; სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლებისა და ღირსების ფასი. წარსულში დაბრუნება არავის წარმოუდგენია. მე მომავალს მივეცი ხმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი ერთ–ერთმა პირველმა გააკეთა>>
მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.