00:28 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (36)
4310

დოკუმენტზე ხელმოწერით ოპოზიციამ თავის თავზე აიღო ვალდებულება – არ შევიდეს კოალიციაში და არ ითანამშრომლოს „ქართულ ოცნებასთან“.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც აიღეს ვალდებულება – არ ითანამშრომლონ და არ შევიდნენ კოალიციაში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“.

მემორანდუმს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხელი მოაწერეს „ევროპული საქართველოს“, „გირჩის, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებმა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეკრებილი პარტიები არ შევლენ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში და „ოცნება“ მარტო დარჩება. მეორე გზავნილია ის, რომ, ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ისინი შეძლებენ ისაუბრონ ფუნდამენტურ საკითხებზე არჩევნების შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ ღონისძიებას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან, მისი აზრით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პარტიებიდან რომელიმე კოალიციურ კავშირში შევიდეს „ქართულ ოცნებასთან“.

არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს>>

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თავისი ოფისი არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შესახვედრად არაერთხელ დაუთმო.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი.

თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (36)

მთავარი თემები