არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს

© Sputnik / Alex Shlamovწინასაარჩევნო კამპანია. დეპუტატობის კანდიდატებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი
წინასაარჩევნო კამპანია. დეპუტატობის კანდიდატებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოკუმენტს, რომელიც არჩევნებზე ხმების დაცვას ითვალისწინებს, ხელი მოაწერა რვა მაჟორიტარმა კანდიდატმა თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად ისინი ერთად იმუშავებენ, რათა არჩევნების დღეს დარღვევები არ დაუშვან.

საქართველოში არჩევნებზე ეუთოს 350 დამკვირვებელი ჩამოვა>>

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კანდიდატებმა ოპოზიციური პარტიებიდან: „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ (მირიან ნიკოლაძე), „გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე), „პატრიოტთა ალიანსი“ (არჩილ ბენიძე), „თავისუფალი საქართველო“ (თენგიზ ომანაძე), „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ (თამარ ჭიჭინაძე) და „რეფორმერი“ (დავით შალუტაშვილი), ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ანა დოლიძემ და გიორგი ქაჯაიამ.

© Sputnik / Alex Shlamovდეპუტატობის კანდიდატებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი
არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს - Sputnik საქართველო
დეპუტატობის კანდიდატებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

„ჩვენი ქვეყნის მომავლის ფორმირება საარჩევნო უბნებზე მოხდება. შესაბამისად, დღეს სხვადასხვა პარტიის და ასევე მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები ვერთიანდებით ერთი ამოცანის ირგვლივ – მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მსოფლმხედველობისა. ეს ამოცანა არის 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის ნების აღსრულება. ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ იქნება ბევრი მცდელობა, ამომრჩეველმა ადგილზე ვერ გამოხატოს თავისუფალი ნება. ინფორმაციის გაცვლის შედეგად მოვახდენთ კოორდინირებას, რომ დავიცვათ ამომრჩევლის ნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

© Sputnik / Alex Shlamovდეპუტატობის კანდიდატებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი
არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს - Sputnik საქართველო
დეპუტატობის კანდიდატებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 57 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველი 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული და 30-ს მაჟორიტარული სისტემით.

ყველა ახალი ამბავი
0