ფერების ფესტივალი და დრამერების შოუ: მასშტაბური დღესასწაული – რუსთავქალაქობა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიფერების ფესტივალი
ფერების ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი დღის განმავლობაში რუსთავში კონცერტები და გამოფენები იქნება ორგანიზებული.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. რუსთავი ქალაქის დღესასწაულს 20-22 სექტემბერს მასშტაბური სამდღიანი ღონისძიებებით აღნიშნავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

„რუსთავქალაქობა" 20 სექტემბერს მეგობრობის გამზირზე საბავშვო ანსამბლების კონცერტით დაიწყება. შემდეგ გაიმართება ადგილობრივი სკოლების მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია. დღესასწაული გაგრძელდება ფერების ფესტივალით, დი-ჯეების კონცერტითა და დრამერების შოუთი.

ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
„დააგემოვნე თბილისის ქუჩებში" – დედაქალაქი გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს

მეორე დღეს ღონისძიებების ძირითადი ნაწილი რუსთავის ისტორიულ ციხესთან გაიმართება. სტუმრებს ელოდება გამოფენა და ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების მასტერ-კლასები, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება.

22 სექტემბერს „რუსთავქალაქობა" ქართველი საესტრადო შემსრულებლების ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის კონცერტით დასრულდება.

რუსთავი უძველეს ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული. ისტორიული მასალები მეტყველებს, რომ აქ ქალაქი ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე V-IV საუკუნეებში იყო.

რუსთავი, როგორც ქალაქი, 1265 წელს მონღოლების შემოსევის შედეგად განადგურდა. ქალაქის მშენებლობა 1944 წელს დაიწყო. 1948 წლის 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0