თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ოზურგეთსა და ბათუმში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.